რუსებს ეგონათ, რომ ყირიმი ხელშეუხებელია, დღეს საპირისპიროს ვხედავთ - სამხედრო ექსპერტი

უკრაინის შეტევის არეალი იზრდება, ყირიმი ხელშეუხებელი არარ არის - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, აცხადებს. მისი პროგნოზით, უკრაინული არტი;ლერიის სამიზნე სევასტოპოლიში არსებული სამხედრო საწყობები და შავი ზღვის რუსული ფლოტი მალე გახდება.
ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ რუსებმა ვერ შეძლონ თავიანთი ძალების ეფექტურად გამოყენება. როგორც ხედავთ, იმის მასშტაბი და არეალი, რასაც უკრაინელები ახორციელებენ, იზრდება.
უკვე ვხედავთ, რომ უკრაინელი სამხედროები სევასტოპოლს მისწვდნენ. თუკი რამე ინფრასტრუქტურა დარჩა მომარაგების მხრივ, ასევე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინული არტილერიის სამიზნე ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ არეალი ფართოვდება და უკრაინა სულ უფრო მეტ დარტყმებს ახორციელებს.
ამ ყველაფერს ფსიქოლოგიური, ემოციური მომენტიც აქვს. გარკვეულწილად რუსებს ეგონათ, რომ ყირიმი ხელშეუხებელია. ჩვენ დღეს საპირისპიროს ვხედავთ - აცხადებს სამხედრო ექსპერტი, ლაშა ბერიძე.