პუტინმა წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში - ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

19.08.22 16:00
პუტინმა წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში - ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

"პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში", - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი აცხადებს .

"პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ ჩვენთვის ცხადია, რომ არა მხოლოდ რუსეთის გეგმები ქვეყნის ფიზიკურად ხელში ჩაგდებაზე, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმებიც ჩავარდა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში," - ამბობს ჯერემი ფლემინგი. 

The Economist -ის სტატიაში  ფლემინგი იმასაც აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის დაზვერვა დიდი ხანია აკვირდება რუსეთის ქმედებებს კიბერსივრცეში და სადაზვერვო სააგენტოებმა იციან, რომ კრემლმა უკრაინაში აგრესია ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე და უკრაინის ქალაქების დაბომბვამდე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები