თუ ზაპოროჟიას ატომური სადგურიდან რადიაცია გაჟონავს, მე-5 მუხლის დარღვევა იქნება - ელვუდი

20.08.22 12:06
თუ ზაპოროჟიას ატომური სადგურიდან რადიაცია გაჟონავს, მე-5 მუხლის დარღვევა იქნება - ელვუდი

“ზაპოროჟიას ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად რადიაცული გაჟონვა გამოიწვიოს, NATO-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება”. – ამის შესახებ ბრიტანელი დეპუტატი, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი ტვიტერზე წერს. 

ელვუდის ამ განცხადებას ამერიკელი პოლიტიკოსი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს 100 პროცენტით სიმართლეა". 

"ეს მართლაც არ ექვემდებარება განხილვას. ნატოს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა". 


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმაა.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები