ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

20.08.22 12:47
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, დღეს დილით აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.