გოგონამ თვალი დაკარგა, ოთხივე მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - სარაკეტო იერიში ნიკოლაევზე

20.08.22 16:35
გოგონამ თვალი დაკარგა, ოთხივე მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - სარაკეტო იერიში ნიკოლაევზე

მორიგი სარაკეტო იერიში ნიკოლაევზე.

რუსმა ოკუპანტებმა 5-სართულიანი კორპუსი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს . შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 4 ბავშვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის გუბერნატორი, ვიტალი კიმი ავრცელებს.

ყველა არასრულწლოვანების მდგომარეობა მძიმეა. ისინი 3-დან 17 წლამდე ასაკის არიან. ერთ-ერთმა დაშავებულმა გოგონამ თვალი დაკარგა.