რუსეთში პუტინის პროპაგანდისტის, დუგინის ავტომობილი ააფეთქეს - დაიღუპა მისი ქალიშვილი

21.08.22 10:57
რუსეთში პუტინის პროპაგანდისტის, დუგინის ავტომობილი ააფეთქეს - დაიღუპა მისი ქალიშვილი

რუსეთში პუტინის პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის  ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქებას მისი ქალიშვილი, დარია დუგინა ემსხვერპლა. შემთხვევა 21 აგვისტოს პოდმოსკოვიეში მოხდა.

ირკვევა, რომ დარია დუგინა მამასთან ერთად  სამდღიან ფესტივალს ესწრებოდა, უკან დაბრუნებისას ის და ალექსანდრ დუგინი ერთ ავტომობილში უნდა ჩამსხდარიყვნენ, თუმცა მამამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა მანქანაში ჩაჯდა.

ალექსანდრ დუგინი საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ძალების მთავარი იდეოლოგია. ყველასთის ცნობილია მისი მეგობრობა ლევან ვასაძესთანაც.

რუსეთის უკრაინაში ფართომასთაბიანი შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ ალექსანდრ და დარია დუგინებიც მოყვნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები