ვინ მოუწყო ტერაქტი დარია დუგინას - გამორიცხული არ არის, აფეთქების უკან "ეფესბე" იდგეს

ვინ მოუწყო ტერაქტი დარია დუგინას - გამორიცხული არ არის აფეთქების უკან "ეფესბე" იდგეს. ეჭვებს რუსული სამთავრობო მედიის მუშაობა აჩენს. სახელისუფლებო არხები ეთერში მხოლოდ იმ ინტერვიუს აჩვენებენ, სადაც ტერაქტის მოწყობაში უკრაინას ადანაშაულებენ.
გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა დუგინებისთის მოწყობილი ტერაქტი საბაბად გამოიყენოს და უკრაინის სამთავრობო კვარტალზე იერიში მიიტანოს.
უკრაინა დუგინას ლიკვიდაციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
დარია დუგინა პოდმოსკოვიეში, საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს.