ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა

ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმოდა - ინფოერმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით კი ბელბეკის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. მოგვიანებით ინფორმაცია სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმაც დაწერა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედეროვკაში.