უკრაინელი ტყვეების გასამართლების შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება - ზელენსკი

22.08.22 12:08
უკრაინელი ტყვეების გასამართლების შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მაროიპოლში უკრაინელი მებრძოლებისთვის სასამართლო პროცესის მოწყობა,  რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების საშუალებას მოუსპობს. საუბარია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპანტები მარიუპოლის დამცველების საჯაროდ გასამართლებისთვის ემზადებიან. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ამზადებენ დეკორაციებს ოკუაპნტების მიერ დატყვევებული, უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების აბსოლუტურად აბსურდული და ამაზრზენი სასამართლო პროცესისთვის. რაც არ უნდა იფიქრონ ოკუპანტებმა, რაც არ უნდადაგეგმონ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად მკაფიო იქნება. თუ ესსაზიზღარი შოუ, სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენს ხალხს ამ დეკორაციებზე შეიყვანენ, ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია, - განაცხადა ზელენსკიმ.