იერიშები დონეცკზე - განადგურებულია სკოლა, დაღუპულია 2 ადამიანი

22.08.22 12:27
იერიშები დონეცკზე - განადგურებულია სკოლა, დაღუპულია 2 ადამიანი

გასულ ღამით ოკუპანტებმა დონეცკს შეუტიეს. მტრის სამიზნე ამჯერად კონსტატინოვსკაიას სკოლა გახდა. იერიშების შედეგად შენობა სრულად განადგურდა. ინფორმაციას დონეცკისოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

რუსების მიერ ჩვენს მიწაზე ცადენილ ყველა დანაშაულს ზედმიწევნით აღვრიცხათ. პასუხისგება ყველაფერზე მოუწევთ, - აღნიშნა პაველ კირილენკომ. 

გასულ ღამეს ოკუპანტებმა დონეცკში ასევე, 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.