ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

23.08.22 10:10
ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს.  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველი პოსტს დეკემბერში დატოვებს. 

"ვგეგმავ ჩემი კარიერის მომდევნო ეტაპზე გადავლას, ვინაიდან ჩემს სფეროში მუშაობის ენერგია და სურვილი ჯერ კიდევ მაქვს", - აცხადებს 81 წლის ფაუჩი. 

დღეს ვაცხადებ, რომ ვტოვებ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას. ამ პოზიციებს მიმდინარე წლის დეკემბერში დავტოვებ, რათა ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩის გადაწყვეტილება უკვე შეაფასა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დოქტორი ფაუჩის დიდი წვლილის გამო, აქ, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. როდესაც ის დატოვებს თავის თანამდებობას აშშ-ის მთავრობაში, მე ვიცი, რომ ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო გააგრძელებს დოქტორი ფაუჩის გამოცდილებით სარგებლობას, რითაც არ უნდა დაკავდეს ის მომავალში. უღრმეს მადლობას ვუხდი მას საჯარო სამსახურისთვის. მის გამო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი, მდგრადი და ჯანმრთელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ფაუჩი ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს 1968 წელს შეუერთდა, ეს ის პერიოდია, როცა პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იყო.

1984 წელს NIAID-ის, ინფექციური დაავადებების ეროვნული ფილიალის დირექტორად , მაშინ როცა შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა.

ფაუჩი  შვიდი პრეზიდენტის დროს მუშაობდა.  2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად, ის გახდა ყველაზე ცნობილი ექიმი ამერიკაში. 

 

მსგავსი სიახლეები