რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე 3500 რაკეტა გამოიყენა - ზელენსკი

23.08.22 11:31
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე 3500 რაკეტა გამოიყენა - ზელენსკი

ომის 180 დღეს უკრაინის პრეზიდენტი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების რაოდენობას ასახელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მორიგ ჯერზე მოუწოდებს, ტერორისტის სახელმწიფოს წინააღდეგ სანქციების მე-8 პაკეტი აამოქმედონ. 

სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3500 უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია იმდენად ბევრია, იმდენად ინტესნიურია. ამავდროულად ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშ საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარიპროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, - თქვა ზელენსკიმ.