"ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა" - დუგინი შვილის პანაშვიდზე

23.08.22 14:38
"ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა" - დუგინი შვილის პანაშვიდზე

პუტინის იდეოლოგი და მოკავშირე ალექსანდრ დუგინი შვილის პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მისი შვილი რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა.

"ის ჩვენი გამარჯვებისთვის დაიღუპა, რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი: ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია.
მას არაფრის ეშინოდა და ტრადიციის ფესტივალზე, როცა ბოლოს ვისაუბრეთ, მან მე მითხრა: "მამა, მე თავს მეომრად, გმირად ვგრძნობ. მე მინდა რომ ასე ვიყო, სხვა ბედი არ მსურს. მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან", - თქვა დუგინმა. 

ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. რუსულმა FSB-მ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია.

ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.