იერიში დონეცკის დეფაქტო მთავრობის ადმინისტრაციაზე - რუსეთი ხელს უკრაინისკენ იშვერს

დონეცკში დეფაქტო მთავრობის ადმინისტრაცია იწვის. პუშილინის შტაბზე იერიში ცოტა ხნის წინ განხორციელდა. რუსეთი ხელს უკრაინისკენ იშვერს - კიევი მოსკოვისკენ. დამწვარია შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტები იყვნენ განთავსებული.
პუშილინის მესვეურებმა მალევა განცხადეს, რომ ის კარგად იმყოფება. ამის სადემონსტრაციოდ პუშილინმა საჯარო კომენტარი თავად გააკეთა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.
კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთა უკრაინის დანაშაულებრივმა რეჟიმმა. ტერორისტულ მეთოდებს იყენებენ. ქალაქის ცენტრს ბომბავენ. დღეს ესროლეს ჩემს უკან, ადმინისტრაციის შენობას, სამწუხაროდ მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი. ორი ადამიანია დაღუპული. გამოიყენეს 150 მილიმეტრიანი ... ნატოს სტანდარტების იარაღი, დამნაშავეა დასავლეთი. უკრაინის დანაშულებრივმი რეჟიმი საკადრის სასჯელს მიიღებს, - თქვა პუშილინმა.