დამოუკიდებლობის დღე შიშის ქვეშ - უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე სირენების ხმა ისმის

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ომში მყოფმა ქვეყანამ განგაშის სიგნალებით დაიწყო. სირენების ხმა ხერსონისა და ყირიმის გარდაა მთელს უკრაინაში ისმის. პუტინის საჰაერო თავდასხმებს მოსახლეობა ყოველ წუთს ელოდება.
გაზრდილი საფრთხეების გამო დღეს ქვეყანაში მასობრივი თავშეყრა აკრძალულია. უკვე დაიბომბა ზაპოროჟი. რაკეტები ოკუპანტებმა სტრატეგიულ ობიექტევბს ესროლეს. აფეთქებებია ხარკოვშიც.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.
ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით, ზოგი სანგრებში და ტანკებში, ზღვაზე ან ჰაერში. ყველა ჩვენგანი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის - ზოგი ფრონტის ხაზზე, ზოგი გზაზე, მანქანებში, სატვირთოებში და მატარებლებში. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ვიღაც კი სახლიდან - კომპიუტერთანაა და ასევე იბრძვის დამოუკიდებლობისთვის - აგროვებს თანხებს, რათა სხვებს დაეხმაროს. ჩვენ ვხვდებით ამ დღეს სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაშიც კი, მაგრამ მიზანი ერთი გვაქვს - დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება! ჩვენ გავერთიანდით.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.