პუტინმა პროცესები ცუდად გათვალა - სტოლტენბერგი

24.08.22 11:52
პუტინმა პროცესები ცუდად გათვალა - სტოლტენბერგი

ომში რუსეთის საქმე კარგად არ მიდის, - ასე აფასებს  ნატოს გენერალური მდივანი ოკუპანტი ქვეყნის მიღწევებს. იენ სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინმა სწორად ვერ გათვალა, როგორ წარიმართებოდა პროცესები უკრაინაში. 

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დასავლეთი ურკაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს. 

პუტინმა ცუდად გამოთვალა, იმედოვნებდა, რომ რამდენიმე დღეში მოიგებდა უკრაინის წინააღმდეგ ომს: რუსეთმა დიდი ზარალი განიცადა და კიევმა მისი უკუგდება შეძლო. უკვე ნახევარი წელია ომი მიმდინარეობს, უკრაინამ შეძლო დაებრუნებინა ტერიტორიები ჩრდილოეთით კიევის გარშემო და აღმოსავლეთში ხარკოვის გარშემო, ასევე შეაჩერა შეტევა დონბასზე. მაგრამ ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია, არ ვიცით როგორ წავა  პროცესები. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის უკრაინის სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან.