"ყველაზე ცუდი სცენარი ჩავლილია, ჩვენ ის უკან მოვიტოვეთ"- ოლექსი რეზნიკი

ოლექსი რეზნიკი CNN- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა ბრძოლის ყველა ველისა და საბრძოლო ფრონტის სტაბილიზაციის ეტაპზეა:
"ყველაზე ცუდი სცენარი ჩავლილია, ჩვენ ის უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ბრძოლის ყველა ველისა და საბრძოლო ფრონტის სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ ქვედანაყოფების მცირე წინსვლით. ბევრი კარგი შემაკავებელი საშუალება შევქმენით. ახლა უკრაინა ომის ახალი ეტაპის დაწყების ზღვარზეა სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებით. ომით დაღლილობის სინდრომი - ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ - ვთხოვოთ ხალხს და მსოფლიოს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან საშიშია"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.