ოკუპანტი გააქტიურდა - პუტინი კიევზე იერიშის მისატანად მიზეზს ეძებს

24.08.22 15:36
ოკუპანტი გააქტიურდა - პუტინი კიევზე იერიშის მისატანად მიზეზს ეძებს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული პროვოკაციები ბოლო საათების განმავლობაში გააქტიურდა. როგორც ჩანს, პუტინი დედაქალაქზე და ვოლოდიმირ ზელენსკიზე ეირიშის მისატანად მიზეზებს ეძებს. 

მირგოროდში სამხედრო ბაზა იწვის.  რუსეთმა რაკეტები უკრაინის სტრატეგიულ ობიექტს ესროლა. არიან  დაღუპულები და დაჭრილები.

ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც. იქ  ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იწვის. ოკუპანტების დანიშნული მერი ხელს კიევს ადებს.

ცხელ წერტილად ხარკოვი რჩება. ყველაზე მეტი იერიში დღეს სწორედ ამ ქალაქზე განხორციელდა.