ოკუპანტებმა მირგოროდი დაბომბეს - განადგურებულია სამხედრო-საავიაციო ბაზა

რუსებმა მირგოროდი დაბომბეს. საკურორტო ქალაქს ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს. განადგურებულია სამხედრო-საავიაციო ბაზა. ინფორმაციას პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მირგოროდის ინფრაქსტრუქტურაზე 4 იერიში იქნა მიტანილი. დეტალებს ვარკვევთ, ვრჩებით თავშესაფრებში, - წერს დმიტრი ლუნინი.
იერიშების შედეგად ქალაქში ხანძრებია. მუშაობს სასწრაფო დახმარებაც. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფრომაცია ზუსტდება.