ხერსონსა და კიევის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა
რთული ვითარებაა ხერსონის ოლქში, სადაც ღამიდან მოყოლებული აფეთქებების ხმები ისმის.
სავარაუდოდ, ეს ანტონოვის ხიდის ტერიტორიაა.
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეოებიც, რომლებშიც აფეთქებების ხმა ისმის, თუმცა ამის მიხედვით მომხდარის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.
ანტონოვის ხიდზე დარტყმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაუდასტურებია.
აფეთქების ხმა ისმოდა წუხელ კიევის ოლქშიც. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ში დაწერა.
"არის ინფორმაცია ვიშგოროდის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში რამდენიმე აფეთქების შესახებ. ვაზუსტებთ ინფორმაციას. სამაშველო სამსახურები უკვე მუშაობენ", - დაწერა მან.