კასეტური ბომბების გამოყენებას უკრაინაში 689 ადამიანი ემსხვერპლა - Human Rights Watch

25.08.22 14:18
კასეტური ბომბების გამოყენებას უკრაინაში 689 ადამიანი ემსხვერპლა - Human Rights Watch

უკრაინაში რუსეთის არმიის მხრიდან კასეტური ბომბების ფართო გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშში, სახელწოდებით Cluster Munition Monitor 2022, ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ მისი გამოყენება და შეუერთდნენ მათი აკრძალვის, 2008 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას.

ცნობილია, რომ კასეტურ იარაღს რუსეთი სისტემატურად იყენებს. პუტინი არ უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენებას და აცხადებს, რომ ისინი „კანონიერია“ და „საზიანოა მხოლოდ მათი არასწორი გამოყენებისას“.

განცხადების თანახმად, უკრაინამ კასეტური მომბი მხოლოდ მხოლოდ სამჯერ აამოქმედა:

უკრაინამ ასევე გამოიყენა კასეტური ბომბები, სულ მცირე სამ შემთხვევაში - თავის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. უკრაინაც არ უარყოფს კონფლიქტის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას მაგრამ აცხადებს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა როგორც კასეტური ბომბების ძველი მარაგი, ასევე ახლად წარმოებული ამუნიცია.

Human Rights Watch-მა ვერ მიაკვლია იმის დასტურს, რომ კასეტური ბომბები გატყორცნილი იქნა საარტილერიო დანადგარებით, ან სარაკეტო სისტემებით, ან სხვა იარაღით, რომელიც უკრაინის მთავრობამ წელს მიიღო სხვა ქვეყნებიდან.

აშშ-მა კასეტური ბომბების წარმოება შეაჩერა 2016 წელს, მაგრამ არ შეერთებია საერთაშორისო აკრძალვას და არ აუღია ვალდებულება არ აწარმოოს ისინი მომავალში.

ანგარიში კასეტური ამუნიციის კონვენციის გარშემო 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ჟენევაში დაგეგმილი 10-ე შეხვედრის მონაწილეებს წარედგინება.