ჯილდოს ვაძლევთ მათ, ვინც აფასებს თავისუფლებას და არ ეგუება ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს - ზელენსკი

28.08.22 11:56
ჯილდოს ვაძლევთ მათ, ვინც აფასებს თავისუფლებას და არ ეგუება ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა. ზელენსკი აჯილდოვებს ყველას, ვინც ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადაა და პუტინის აგრესია დაგმო.

უკრაინის სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა მხოლოდ მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებიც უკრიანის სუვერენიტეტისა და თავისუფლების  დაცვისთვის ახლაც ყველაფერს აკეთებენ. 

“24 თებერვლიდან მოყოლებული, ჯამში 27 760 უკრაინის დამცველი დაჯილდოვდა უკრაინის სახელმწიფო ჯილდოთი. ხელი მოვაწერე ძალიან მნიშვნელოვან, სპეციალურ განკარგულებას, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდო აგრეთვე გადაეცეთ ჩვენი ქვეყნის უცხოელ მეგობრებს, პარტნიორებსა და მათ, ვინც თავისუფლებისა და ცხოვრებისთვის ბრძოლაში გვეხმარება. გადაეცეთ მათ, ვისაც ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გადაეცეთ მათ, ვისი მადლიერიც უკრაინა ყოველთვის იქნება. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მთელი ერის ბრძოლაა და მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი, რომ ის წარმატებული იყოს. ეს ბრძოლა უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. სწორედ ამიტომ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. მსოფლიოში თავისუფლებისთვის წარმატებული ბრძოლა არ შეიძლება, მხოლოდ ცალკეული ადამიანების ან ცალკეული ქვეყნების ბრძოლა იყოს. ეს არის საერთო სამუშაო, საერთო შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველას ძალისხმევისა და სოლიდარობის წყალობით, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვინც არ ეგუება ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ. მარადიული დიდება ჩვენს გმირებს”. - მამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.