ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ჩავა

29.08.22 10:38
ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად გაემგზავრა. ინფორმაციას "ტვიტერზე" სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა დაწერა. 

გროსის ცნობით, მისია ადგილზე უკვე ამ კვირაში იქნება. 

ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინასა და ევროპაში არსებული ატომური ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირაში იქნება, - წერს რაფაელ გროსი.