ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ექსპერტთა საერთაშორისო მისია მიდის
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ექსპერტთა საერთაშორისო მისია მიდის. გაეროს სპეციალისტებმა ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა დააიცვან.
ინფორმაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.
მისი თქმით, მისიას, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე კვირის დღეებში ჩავა, თავად გაუძღვება.
"დადგა ეს დღეც, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ახლა უკვე გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ უნდა გავუძღვე ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე კვირის დღეებში ჩავა", - წერს მარიანო გროსი Twitter-ზე.
ატომურ ელექტროსაგურთან ძლიერი აფეთქებების გამო დაიწვა სახლები, საცხოვრებელი კორრპუსები და ავტომობილები.