8 დაღუპული და 7 დაავებული - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი ისევ დაბომბეს
ოკუპანტებმა დონეცკი ოლქი ისევ დაბომბეს. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 28 აგვისტოს რუსებმა დონბასში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 4 ბახმუტში, 2 რაიგოროდკაში, 1 ტატიანოვკაში და 1 ნიკოლაევკაში. 7 ადამიანი დაშავებულია," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.