ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება - Financial Times

29.08.22 12:16
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება - Financial Times

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. ხვალ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეე. 

Financial Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის მინისტრები გეგმავენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის გაუქმებას. 

სწორედ ხვალ დაიწყება ამ საკითხთან დაკავშირებით ორდღიანი შეხვედრა.

როგორც უცხოური გამოცემა წერს ამ გზით, ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ თავისუფალი სამყაროსთვის ომი მიუღებელია. 

თუ ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური დოკუმენტის ფორმა ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვიზებს გააძვირებს, მათი მიღების ლოდინის პერიოდს კი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს - იუწყება გამოცემა. 

ჟოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ის ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ არის.

გამოცემის ცნობით, ვიზების შესახებ მეტი დეტალი პრაღაში ორდღიანი შეხვედრის პარალელურად გაირკვევა. 
 

მსგავსი სიახლეები