თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი, ოკუპანტები ამ შეხვედრის შედეგებს იგრძნობენ - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეო მიმართვაში ოკუპანტებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ გუშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ.
„ყველა საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანი, მაგრამ საიდუმლოა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგებს ოკუპანტები იგრძნობენ - ჩვენი დამცველების შემდგომ მოქმედებებში. არც ერთი ტერორისტი არ დარჩება უპასუხოდ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.