უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო.
"ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ...ვნახოთ, როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი - ხერსონია"- განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, "ბევრი ოკუპანტი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა, რუსული ტექნიკა კი განადგურებულია".