მათი ზუსტი დარტყმები ხელს უშლის რუსეთის ძალების შევსებას - ბრიტანული დაზვერვა უკრაინის მიღწევებს ადასტურებს
ბრძოლის ველიდან გაქცეული ოკუპანტები. უკრაინა გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადავიდა. მოვლენების მთავარი ეპიცენტრი უკვე მეორე დღეა ხერსონის ოლქი და დროებით ოკუპირებული დონეცკია, სადაც 4 სტატეგიული სოფელი გათავისუფლებულია.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადამ 29 აგვისტოს, დილიდან გაზარდა ქვეყნის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 30 აგვისტოს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დიდ მანძილზე უკრაინელების ზუსტი დარტყმები ხელს უშლის რუსეთის ძალების შევსებას, თუმცა, უკრაინის მიღწევის მასშტაბის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.