ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი კიევში ჩავიდა

30.08.22 14:52
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი კიევში ჩავიდა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში ჩაფრინდა -  ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ჯგუფს სააგენტოს დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.

დრო მოვიდა, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. მეამაყება, რომ გავუძღვები ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირის დღეებში ჩავა", – დაწერა Twitter-ზე რაფაელ მარიანო გროსიმ.

ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი 25 აგვისტოს, გაითიშა.