რუსეთი დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც IAEA-ს მისია უნდა მივიდეს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურამდე - პოდოლიაკი

30.08.22 16:39
რუსეთი დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც IAEA-ს მისია უნდა მივიდეს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურამდე - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთი აპირებს დაბომბოს დერეფნები, რომლებითაც IAEA-ს მისია ზაპოროჟიეში უნდა მივიდეს.

რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე. შესთავაზებს ყირიმით გავლას. უკრაინის პოზიცია უცვლელია. წვდომა მხოლოდ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით. ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსული ჯარის გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი"- დაწერა პოდოლიაკმა.