"რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს" - კულება

"რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს"- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა:
ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს"- აღნიშნავს კულება.