რუსეთმა ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა

31.08.22 11:47
რუსეთმა ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა, მიზეზად კი 3 დღით სარემონტო სამუშაოები მოიყვანა.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა გაზის ფასების გაზრდის მიზნით ხდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი გაზის ფასი უკვე 400%-ითაა გაზრდილი.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ენერგორესურსებს დასავლური სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესების გამო მათი დასჯის მიზნით იყენებს.

Nord Stream 1 გაზსადენი რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიის ჩრდილო აღმოსავლეთამდე აღწევს, მისი სიგრძე 1 200 კმ-ია. გაზსადენი 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით ყოველდღიურად 170 კუბური მეტრი გაზის გაშვებაა შესაძლებელი.

გაზსადენმა ივლისში 10 დღით შეწყვიტა მუშაობა, რუსეთმა მიზეზად ამ შემთხვევაშუც შეკეთების სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ გაზსადენი საკუთარი მოცულობის 20%-ით მუშაობდა - რუსეთის თქმით, ამის მიზეზი დაზიანებული აღჭურვილობაა.