ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ - არიან დაშავებულები

01.09.22 10:48
ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ - არიან დაშავებულები

ენერგოდარში აფეთქებების ხმა ისმის - ოკუპანტები ქალაქს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.  აღსანიშნავია, რომ ქალაქში ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. 

მერის, დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქს ნაღმტყორცნებით უტევს. დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

დღეს ენერგოდარში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა ჩავიდეს, ექსპერტებმა სადგურის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიეს ატმურ ელექტროსადგურზე გუშინ ჩავიდა.