პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს იტალიაში 11 ვილა დაუყადაღეს
იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისა ის ვილა, რომელიც მან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა L’Unione Sarda იუწყება.
68 წლის კანტორი აპრილში ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა.
ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.
მოშე კანტორი მსოფლიოს უმსხვილესი მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიის – „აკრონის“ ძირითადი მფლობელი იყო, თუმცა სანქციების შემდეგ თავისი წილი მან მართვაში მენეჯმენტს გადასცა.
კანტორის ქონება Forbes-ის მიერ $13 მილიარდადაა შეფასებული.