ლუკოილის ვიცეპრეზიდენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

01.09.22 16:21
ლუკოილის ვიცეპრეზიდენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

,,ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რავილ მაგანოვი, მოსკოვის დასავლეთით მდებარე ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ,,ტასს" ავრცელებს.

ინციდენტი მოხდა დაახლოებით 07.00 საათზე. ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს მარსალ ტიმოშენკოს ქუჩაზე. მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა მამაკაცი, მიღებული ტრამვების შედეგად ის გარდაიცვალა - განუცხადა  ,,ტასს" წყარომ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი მოსკოვის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა. ამ დროისთვის გამოძიება ადგენს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.