რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი ,,გრადებით" დაბომბეს, არის მსხვერპლი

02.09.22 15:22
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი ,,გრადებით" დაბომბეს, არის მსხვერპლი

მამაკაცი, რომელიც რუსეთის საარტილერიო შეტევისგან შველას ცდილობდა, დაიჭრა. ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მისი მანქანის სიახლოვეს ჩამოვარდა - მთელი ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქის მისამართით ,,გრადის" სისტემის საარტილერიო დანადგარებიდან ახორციელებდნენ სროლებს. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ავრცელებს.

ღამით მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია ოლქს. შეტევა განხორციელდა ,,გრადებით" ნიკოპოლსკის რაიონზე. შედეგად დაიჭრა 56 წლის მამაკაცი, რომელიც ცდილობდა, სროლებისგან თავი დაეცვა, მიდიოდა სოფლიდან. მტრის ჭურვი მისი მანქანის სიახლოვეს ჩამოვარდა. ის ამჟამად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის მქონედ შეაფასეს. 

რუსების თავდასხმის შედეგად ოლქში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, თექვსმეტი დაზიანებულია - განაცხადა რეზნიჩენკომ.