უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურთან დარტყმები განახორციელეს
უკრაინელები ისევ რუსულ პოზიციებს ანადგურებენ. დარტყმები ენერგოდარში განხორციელდა. წინ მიიწევენ დროებით ოკუპირებულ ჰერსონშიც.
როიტერის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ უკრაინელებმა ოკუპანტების სამი საარტილერიო სისტემა გაანეიტრალეს, განადგურებულია საბრძოლო მასალის საწყობები. ლიკვიდირებულია ათობით რუსი სამხედრო.