მიკოლაევის ოლქის დაბომბვას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

03.09.22 18:19
მიკოლაევის ოლქის დაბომბვას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

მიკოლაევის ოლქის, ბერეზნეგოვატოეს დაბომბვას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ანა ზამაზაევა ავრცელებს. 

​მისივე თქმით, ამ დასახლებაში ნამსხვრევებით ჭრილობა ოთხმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ორი ბავშვია.

მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა თავის ტელეგრამაში დაწერა, რომ რუსებმა რეგიონული ცენტრიც დაბომბეს.