თუ უკრაინის გენოციდი არ ანაღვლებთ, რუსებმა ევროპა გასართობად ვერ უნდა გამოიყენონ - ვოლოდიმირ ზელენსკი

05.09.22 19:39
თუ უკრაინის გენოციდი არ ანაღვლებთ, რუსებმა ევროპა გასართობად ვერ უნდა გამოიყენონ - ვოლოდიმირ ზელენსკი

თუკი რუსეთის მოქალაქეებს არ ანაღვლებთ უკრაინის გენოციდი, მათ არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ევროპა გართობისთვის გამოიყენონ- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა, რა დროსაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების თემა განიხილა.

ეს იყო, პირველ რიგში, შინაარსიანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ყველა ასპექტით. მადლობა გადავუხადე მას გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე ნავთობისა და გაზისგან რუსეთისთვის უზარმაზარი შემოსავლების შეზღუდვის გამოც.

მე მოვუწოდე ლაიენს, დააჩქარონ უკრაინისთვის მოსალოდნელი ფინანსური დახმარება, ასევე, განვიხილეთ  სანქციების თემაც, რომელიც რუსეთს უნდა დაეკისროს. 

სანქციების მერვე პაკეტში უნდა შევიდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზის შეზღუდვის საკითხი.

რუსეთის იმ მოქალაქემ, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ წარმართულ ომში რაიმე წვლილი მიუძღვის, ევროპული სტუმართმოყვარეობით ვერ უნდა ისარგებლოს - აღნიშნა ზელენსკიმ.