საიუბილეო 50 ათასი: უკრაინაში ოკუპანტების დანაკარგები კრიტიკულ ნიშნულს აღწევს

06.09.22 10:41
საიუბილეო 50 ათასი: უკრაინაში ოკუპანტების დანაკარგები კრიტიკულ ნიშნულს აღწევს

უკრაინელმა სამხედროებმა უკვე 50 ათასი ოკუპანტის განადგურება შეძლო. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

24.02 დან 06.09-მდე ოკუპანტების საერთო საბრძოლო დანაკარგები ასე გამოიყურება: პირადი შემადგენლობა დაახლოებით 50150 (+350) ადამიანია ლიკვიდირებული, ტანკი -2077 (+9) ერთეული, ჯავშანტექნიკა -  4484 (+25), საარტილერიო სისტემა - 1179 (+22), თვითმფრინავი - 236, ვერტმფრენი -  207 (+1), მფრინავი რაკეტები - 209 (+4), გემი და კატერი - 15, საავტომობილო ტექნიკა და ავტოციტერნა - 3305 (+19), სპეციალური ტექნიკა - 109 (+2), - ნათქვამია უწყების განცხადებაში.