2 მილიარდის სამხედრო დახმარება უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოს - ენტონი ბლინკენის ფოტო კიევიდან

2 მილიარდიანი პაკეტი უკრაინისა და 18 სხვა ქვეყნას, რომელსაც რუსეთის აგრესია ემუქრებათ - სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა დღეს კიევში ამერიკის სახელმწიფო მდივანი.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ამერიკული 2 მილიარდიანი დახმერებიდან 1 მილიარდი უკრაინას გამოეყოფა, დანარჩენი თანხა კი ანაწილდება საქართველოს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას შორის
თანხა გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და „რუსულ გავლენასა და აგრესიასთან დაპირისპირების“ შესაძლებლობების გასაძლიერებლად“
ინფორმაციას ენტონი ბლინკენის დაუანონსებელი ვიზიტის შესახებ ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისიც.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის კიევში დაუგეგმავი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფრანგულმა სააგენტომ გაავრცელა. მოგვიანებით უკრაინულმა ტელეგრამ არხებმა ,,ფრანს პრესზე" დაყრდნობით განაცხადეს, რომ ბლინკენისა და ზელენსკის შეხვედრა მალე შედგებოდა.
ბლინკენის ფოტოს bloomberg ავრცელებს.