" ექიმები შეშფოთებულები არიან" - ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, გუშინ, ოთხშაბათს დედოფლმა ვირტუალური საბჭოს სხდომა დატოვა, რის შემდეგაც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.