დედოფალი ელიზაბეტ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტმეორე ბალომრალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დედოფალი ელისაბედ II უინძორი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. მისი სრული ტიტულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის, ავსტრალიის, ანტიგუა და ბარბუდას, ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსის, ბელიზის, გრენადას, კანადის, ახალი ზელანდიის, პაპუა-ახალი გვინეას, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების, სენტ-კიტსისა და ნევისის, სენტ-ლუსიის, სოლომონის კუნძულების, ტუვალუს, იამაიკის სახელმწიფოების, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი.
ელისაბედ მეორემ სამეფო ტახტი 1952 წელს, მამის, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. წესით დინასტიის ხაზით ელიზაბეთამდე მონარქი მისი ბიძა, ედვარდ VIII უნდა გამხდარიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ტახტზე უარი ჯერ კიდევ 1936 წელს განაცხადა.
1947 წლის ნოემბერში ელისაბედ მეორე დაქორწინდა პრინც ფილიპეზე, რომელიც მას გარე ბიძაშვილად ერგებოდა, ორივე მათგანი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ.
პრინცმა ფილიპმა 100 წელი იცოცხლა და 2021 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა.
დედოფალი ელისაბედი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მის ქონება 350 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. მას გვირგვინებისა და ქუდების უზარმაზარი კოლექცია აქვს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე მეორე დღეა ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.