უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის გაყინვა არ იქნება - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია"- წერს მაღალჩინოსანი "ტვიტერზე".
რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა?
1 - უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება.
2 - უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.
3 - დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის წარმატებული შედეგებისა და 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.