გარდატეხა უკრაინის ომში - სამხედროებმა ხარკოვში ქალაქი ბალაკლია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვში ქალაქი ბალაკლია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.
„ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, - წერს ზელენსკი და უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილი მიმართვა ასაჯაროებს:
ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.