"პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის" - პოლონეთის პრემიერი კიევში ჩავიდა
პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი~, პიოტრ მიულერი ავრცელებს.
პროტოკოლის თანახმად, პოლონეთის პრემიერი კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
კიევში ვიზიტი არის პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა," - აცხადებს პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი.