წესრიგი აღდგა - უკრაინის პოლიცია ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში დაბრუნდა

უკრაინის პოლიცია ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში მუშაობას შეუდგა. სამართალდამცველები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია რუსი აგრესორების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
9 სექტემბრიდან მოყოლებული პოლიცია შეუდგა თავისი ფუნქციის შესრულებას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, იცავენ საზოგადოებრვ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ადგილობრივ მოსახლეობას, მათ უფლებებს.
პოლიციის ფოკუსირება ხდება რუსი სამხედროების დანაშაულებებზე. ისინი მზად არიან, აღკვეთონ ოკუპანტების ნებისმიერი წინააღმდეგობა და პროვოკაცია, ასევე, ახდენენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფას - ნათქვამია ხარკოვის რაიონული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხარკოვის ოლქში შექმნილია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას შეუძლია, რუსი აგრესორების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდოს.