ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლება, მათი მადლიერი ვარ - ზელენსკი
ყველას მადლიერი ვარ, ვინც ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისსავე ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ 1000 კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა.
მქონდა შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდის პერსონალთან. პირველ რიგში, ფრონტზე ჩვენი მოქმედებების შესახებ ვისაუბრეთ. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის დროს, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლება. დღეს ამ მიმართულებით მოძრაობა გაგრძელდა და ახალი შედეგებიც გვაქვს. ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის - განაცხადა ზელენსკიმ.