სამეფო ოჯახი სამძიმრის წერილებს მსოფლიო ლიდერებისგან იღებს - ბრიტანეთში ელისაბედ მეორეს გლოვობენ

09.09.22 19:15
 სამეფო ოჯახი სამძიმრის წერილებს მსოფლიო ლიდერებისგან იღებს - ბრიტანეთში ელისაბედ მეორეს გლოვობენ

მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიტანეთისკენ  არის  მიმართული. სამეფო ოჯახი მეორე დღეა, სამძიმრის წერილებს მსოფლიო ლიდრებისგან იღებს. ინგლისში გლოვა  12 დღე გაგრძელდება.

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს ემშვიდობება, ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივ მონარქს, რომელიც  96 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

დაკრძალვის თარიღს ბუკინგემის სასახლე უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მოსალოდნელია, რომ დედოფალს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტ-მინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვაც სავარაუდოდ სწორედ ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

ელისაბედ II-ის ადგილი ავტომატურად  დაიკავა მისმა უფროსმა შვილმა 73 წლის ჩარლზმა, რომელიც გუშინ უკვე მოიხსენიეს მეფედ

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის სიუჯეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები